თაფლიანი წყალი „ზზიპი“

ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა სულაბერიძე უკვე გამომგონებელია. მისი ჯანსაღი და ძალიან სასარგებლო პროდუქტის შექმნის იდეა ბაბუას, ცნობილ მოცეკვავეს ფრიდონ სულაბერიძეს და მასზე შექმნილ საინტერესო მითს უკავშირდება.

როგორ გაჩნდა ევროსტანდარტების შესაბამისი ქართული პროდუქტი „ზზიპი“ და რით გამოირჩევა ის – ამაზე თავად ლუკა გვიყვება.

ლუკა, მოგვიყევით თქვენზე და თქვენი პროდუქტის შესახებ.

მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ლუკა სულაბერიძე, ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტის მეოთხე კურსის მოსწავლე. ადრე ცურვა იყო  ჩემი ჰობი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვცურავ. ბაბუაჩემი ფრიდონ სულაბერიძეა, ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი და ქორეოგრაფი. „ზზიპის“ ინსპირაციაც ბაბუასგან მოდის, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე სვამდა თაფლიან წყალს. ასეთი მითი არსებობდა – ფრიდონ სულაბერიძე იმიტომ ცეკვავდა ასე გენიალურად, რომ  თაფლიან წყალს იღებდა. ამის გავლენით მეც დავიწყე თაფლიანი წყლის დალევა დილაობით, მაგრამ ვერ ვახერხებდი მის მიღებას დღის განმავლობაში, სახლის გარეთ. ამიტომ გადავწყვიტე, მეწარმოებინა თაფლიანი წყალი, რომელიც სურსათის მაღაზიებში ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ლუკა სურაბერიძე

რითია „ზზიპი“ გამორჩეული?

მზა თაფლიანი წყალი 24 საათის განმავლობაში კარგავს დადებით თვისებებს. ჩემს პროდუქტში თაფლი და წყალი განცალკევებულია მანამ, სანამ ჩვენით არ შევურევთ  ერთმანეთში. თავსახურში მოთავსებულია თაფლი, ქვემოთ კი წყალი, თავსახურის გადატრიალებისას თაფლი წყალს ერევა და ანჯღრევის შედეგად მივიღებთ თაფლიან წყალს, რომელსაც ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ გარემოში დალევს ადამიანი. შესაბამისად, „ზზიპის“ ყოველი დალევისას გვეცოდინება, რომ სრულიად ახალ, ჯანსაღ, გემრიელ და ძალიან სასარგებლო სასმელს მივირთმევთ.  თავსახურის გამოგონება უკვე დავაპტენტე.

თაფლს  გლეხი მეფუტკრეებისგან ვიძენ, ლაბორატორიულად ვამოწმებ და ვფილტრავ ქარხანაში, რის შემდეგაც იპორტირებულ საცობებში ვასხამ.

მაქვს უმაღლესი დონის, „ა“ ტიპის წყალი, რომელიც ჩარგალში არსებულ ვაჟას წყაროებზე  150 მეტრის სიღრმიდან ამოდის. ალბათ გსმენიათ ფრანგული ალპების წყლის, Evian-ის შესახებ, ჩემს ბოთლში ჩამოსხმულ წყალს და „ევიანს“ ერთი და იგივე შემადგენლობა და PH დონე აქვს.

რა სასარგებლო თვისებები აქვს თაფლიან წყალს?

თაფლიანი წყლის მიღება მრავალმხრივ სასარგებლოა. პირველ რიგში, ხელს უწყობს ტვინისა და ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ასევე ძალიან სასარგებლოა დიაბეტიანი და ტუბერკულოზიანი პაციენტებისთვის. გავრცელებულია დეზინფორმაციაა, რომ თაფლი არ არის დიაბეტიკებისთვის მისაღები პროდუქტი, სინამდვილეში მის შემადგენლობაში ძირითადად ფრუქტოზაა და არა შაქარი და მარტივი წესების და დოზის დაცვით ძალიან სასარგებლოა დიაბეტიკებისთვისაც.

რა ღირს „ზზიპის“ თაფლიანი წყალი და სად შეიძლება მისი შეძენა?

ზზიპის თაფლიანი წყლის 1 ბოთლი 2,8 ლარი ღირს და იყიდება „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში. პროდუქტის ვადა განისაზღვრება 1 წლით. ჩემი მიზანია, საქართველოს მასშტაბით, მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ფარგლებში გავფართოვდე. ჩემი თაფლიანი წყალი ევროსტანდარტების შესაბამისად დამოწმებული პროდუქტია, რაც საშუალებას მაძლევს ყველა ევროპულ ქვეყანაში გავიტანო ექსპორტზე.