შეფი საბა იჩქიტიძე – სწრაფვა სრულყოფილებისკენ

პერსონალური ინფორმაცია: საბა იჩქიტიძე, 25 წლის, დაიბადა საქართველოში, თბილისში
სამუშაო ადგილი: „აბაშიძის 80“
საყვარელი სამზარეულო: ქართული და იტალიური

„ჩემი ისტორია, სხვების მსგავსად, ოჯახიდან იწყება“.

საბა დიდ ოჯახში გაიზარდა, სადაც მშობლები და ბებია-ბაბუა სახლში ამზადებდნენ კერძებს, თითქმის ყოველ კვირა დიდ, გემრიელ და ხმაურიან საოჯახო სადილებს აწყობდნენ და ახლო ნათესავებთან ერთად ილხენდნენ. ჯერ კიდევ პატარა საბას მთელი გულით  უნდოდა, კერძების მომზადების პროცესში ჩართულიყო და მასაც მიეღო მონაწილეობა. 7 წლის იყო, როცა პირველად მოამზადა „ოჯახური“ (შემწვარი კარტოფილის და ხორცის კერძი ხახვითა და მწვანილეულით), სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ოდესმე აუცილებლად დიდი ნაბიჯებს გადადგამდა კულინარიაში.

17 წლის იყო, როცა ბიზნეს მენეჯმენტის სწავლა დაიწყო და პარალელურად გადაწყვიტა შეფის დამხმარედ ემუშავა რესტორანში. ასე გამოსცადა თავისი კულინარიული შესაძლებლობები ბევრ რესტორანში. მის გარემოცვას და ახლობლებს უკვირდათ, რატომ იცვლიდა ასეთი სიხშირით სამუშაო ადგილებს. მარტო საბამ იცოდა ამის ზუსტი მიზეზი. არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ერთი კოლეგის ნათქვამი: „თუ გინდა, რომ პროფესიონალი გახდე, არასოდეს დარჩე ერთ ადგილას 2-3 თვეზე მეტ ხანს, ისწავლე შეფის საუკეთესო კერძები, მათი მომზადების ტექნიკა, შემდეგ კი წადი და გააგრძელე გამოცდილების დაგროვება სხვასთან“.

გრძელვადიანი მიზნისკენ სავალ გზას ხშირად ახლავს სირთულეები და ორაზროვანი ფიქრები. ხანდახან ჩნდება ეჭვები გადაწყვეტილების სისწორეზე და  გზიდან გადახვევის სურვილიც მოდის. ასე აღმოჩნდა საბაც სადაზღვევო სფეროში, თუმცა იმდენად დიდი იყო პროფესიონალი შეფობისკენ მისი მისწრაფება, რომ საბოლოოდ კვლავ საყვარელ სფეროს და მთავარ ცხოვრებისეულ გატაცებას დაუბრუნდა.

„ჩემი ინსპირაცია ბებია-ბაბუასგან და უფროსი ოჯახის წევრებისგან მოდის, რომლებიც ძველი, შემონახული რეცეპრებით ამზადებდნენ ტრადიციულ ქართლ კერძებს“ – ამბობს შეფი. „თუმცა, პირადად ჩემს  მოწოდებას ძველი, ტრადიციული კერძების ახალებურ, თანამედროვე  ხედვებთან შერწყმა წარმოადგენს“ . ასე აირჩია საბა იჩქიტიძემ თავისი, როგორც შეფის პერსონალურ ხედვადორი ამეტი კულინარული დისციპლინის  კომბინირების გზა.

თავისი კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტებს ყოველთვის სიფრთხილით არჩევს სუნის, ტექსტურის და ფერების მიხედვით. „ძალიან დიდ ძალიხსმევას ვწევ, რომ ჩემი კერძები სრულყოფამდე მივიყვანო. როგორც წესი, სანამ მენიუში ჩავსვამ, კერძის 10-12 სატესტო ვერსიას ვაკეთებ, კოლეგებს გავასინჯებ და მათ შთაბეჭდილებებით ვხელმძღვანელობ“.

თავისი მთავარი მიზნის მისაღწევად დაუღალავად მუშაობს. მიზანი კი შემდეგია – გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი სფეროში. „ მინდა, ადამიანები მიცნობდნენ, როგორც შემოქმედს და არა მხოლოდ როგორც ერთ, რიგით შეფს“. ამ პრინციპით შეუდგა თავისი ოცნების განხორციელების გეგმას. შეფი 5 წლის წინ გახდა და ამას იმ უდიდეს გამოცდილებას უმადლის, რაც საქართველოში და გერმანიაში საერთაშორისო დონის პროფესიონალების გვერდით მუშაობამ მოუტანა.  დღეს საბა საკმაოდ დაფასებული შეფია, მუდმივად ხვეწს და ავითრებს მენიუების სხვადასხვაგვარ  კონცეფციებს და ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როდესაც მომხმარებელი მისი ნახელავით აღფრთოვანებას და კმაყოფილებას ღიმილით გამოხატავს.

„ადამიანებს, ვისთვისაც მე უცნობი ვარ და  ჩემი უკეთ გაცნობა უნდათ, შევთავაზებდი, გაესინჯათ ჩემი გაკეთებული კერძები, ასე ზუსტად აღიქვამდნენ ჩემს ხასიათს, თვისებებს,  აზროვნებას და განცდებს“.

საბას მენიუში განსაკუთრებით გამოირჩევა ხინკლის წვნიანის რამდენიმე სახეობა და მათთან ერთად, რა თქმა უნდა, შეფის სხვა, გამორჩეული ექსკლუზივები.  

თამამად გთავაზობთ, შეურთდეთ საბას ფანტატიკურ გასტრონომიულ თავგადასავალს თბილისში, აბაშიძის 80 ნომერში.